რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მხარის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა საბჭოს წევრებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ონლაინრეჟიმში გამართა. საკონსულტაციო სხდომის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ა)ანგარიში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ;
ბ)რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდში წარსადგენი 2021 წლის პროექტების ნუსხა პრიორიტეტების მიხედვით,
გ)მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მერიის სოციალურ სამსახურებში, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად კადრების გადამზადების საკითხი.
სხდომას ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მერებს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით მითითებები და რეკომენდაციები მისცა. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო განრიგის მიხედვით იმართება და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს. რაც რეგიონის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები