საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მირიან თაზიაშვილის მეუღლე: ირაკლი ანთაძემ შემატყობინა, რომ 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ანთაძემ შემატყობინა, რომ 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მირიან თაზიაშვილის მეუღლემ განაცხადა.

„ჩემი მეუღლე 20 ნოემბერს დაიკარგა, 21-ში პოლიციამ შეგვატყობინა, რომ რუსებმა დააკავეს და ცხინვალში წაიყვანეს. იმის მერე ველოდებოდი. ვფიქრობდი, პანდემიის გამო კარანტინში ჰყავდათ როგორც ხდება და ამის მერე გაათავისუფლებდნენ ან ჯარიმას მოგვთხოვდნენპირველადაა დაკავებული და არაფერი დაუშავებია. ირაკლი ანთაძემ დამირეკა და შემატყობინა, რომ 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ცხელი ხაზით მიუღიათ ეს ინფორმაცია.

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თირკმელი და ფილტვები აწუხებს, წნევაც მაღალი აქვს, მაგრამ ახლა ნორმალურად არისო. იმედია, კორონა არ შეხვდება. ანთაძემ მითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაციაა, ერგნეთში შეიძლება შეხვედრა ამ თვეში შედგეს და იქ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობენ“, – განაცხადა გატაცებულის მეუღლემ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მირიან თაზიაშვილი 21 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები