ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი – მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა
მთიანაჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წიქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება უზრუნველყო. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიანაჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.