კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის დედა ბათუმის სამშობიარო სახლს ადანაშაულებს

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის დედა ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის მედიკოსებს ადანაშაულებს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალებაში ექიმებს დიდი წვლილი მიუძღვით. კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს საკეისრო კვეთა გეგმიურად ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით მას თანმხლევი დაავადებები არ აღენიშნებოდა. 25 ნოემბერს ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სუნთქვის უკმარისობით ქალი კლინიკა ,,მედინაში” გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით მას ფილტვის მწვავე დაზიანება აღენიშნებოდა. რის გამოც საჭირო გახდა პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახი შესაბამისი სამსახურებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები