ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მთავრობის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი მკაცრდება
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მთავრობის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი მკაცრდება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სავაჭრო ობიექტების, სასურსათო მარკეტების, აფთიაქებისა და სილამაზის სალონების მფლობელებს არსებულ რეგულაციებს აცნობენ და მათი დაცვისაკენ მოუწოდებენ. ატარეთ პირბადე; დაიცავით სოციალური დისტანცია; ხშირად დაიბანეთ ხელები ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით; დახურულ საჯარო სივრცეებში ასევე სავალდებულოა დეზობარიერების არსებობა.