გურიაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 847 შეადგენს, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების 8 შემთხვევა ფიქსირდება.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო მენაღარიშვილის ინფორმაციით, უმრავლესი მათგანი სახლის პირობებში მკურნალობს, ესენი არიან უსიმპტომო, ან და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა