ლაილაშის სკოლის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში საჯარო სკოლა რამდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად განადგურდა.მალევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ლაილაშის საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 886 178 ლარი.ახალი,თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი. საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის უკვე დასკვნით ფაზაშია.პროექტს ამხანაგობა ,,იერი ანხორციელებს .სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.