რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების სტატისტიკა კვლავ მზარდია. 4 დეკემბრის მდგომარეობით მხარეში სულ 19 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 15 ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, 4 კი ონისა და ამბროლაურის, ამ დმომენტისთვის ლენტეხში არცერთი ახალი დაინფიცირების შემთხვევა არაა, თუმც ლენტეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ონიანის განცხადებით უკვე დილიდან მიმდინარეობს საეჭვო სიმპტომების მქონე მოსახლეობის სწრაფი ტესტირება და შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
როგორც ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, 15 შემთხვევიდან არის ისეთი პირებიც, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ-„ სამწუხაროდ დღევანდელი სტატისტიკა ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის პატარა რიცხვი არ გახლავთ, ახალ დაინფიცირებულთა შორის არიან ერთერთი საჯარო სკოლის პედაგოგებიც“-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
ახალი შემთხვევების ეპიდკვლევები სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში სულ 500-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები