1 გარდაცვლილი, 408 ინფიცირებული და 407 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს ფოთის კოვიდკლინიკაში გადიოდა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, 71 წლის გარდაცვლილ ქალს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ჰქონდა თანმხლები დაავადება.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 408 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ბოლო 24 საათში ვირუსი 407-მა პირმა დაამარცხა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 156 პირი გადის, მათგან 80-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 12 მათგანი. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს მათგან მძიმე არის 8 კოვიდპაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში მოთავსებულია 14 პაციენტი, ხოლო აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 12 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით, კარანტინში სულ 79 ადამიანი იმყოფება.