სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 114 პირი დაინფიცირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

“ბერდია სიჭინავა – ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 126 904-მდე.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19”, – განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 34 9.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავიეუსით კიდევ 38 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები