ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა – დაშავებულია პაციენტი

ჩხოროწყუ-მუხურის ცენტრალურ გზაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც ავადმყოფი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა დაშავდა პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები