კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, გარდაიცვალა

ბათუმის კლინიკა “მედინაში” 31 წლის ქალი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა 25 ნოემბერს მრავალპროფილურ სამშობიარო სახლში ჩაუტარდა და “მედინაში” 4 დღის წინ გადაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მენეჯერმა განუცხადა, გარდაცვლილს ვირუსის გამო ფილტვის მწვავე დაზიანება აღენიშნებოდა. რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტი მელოგინე იყო, იგი სამშობიაროდან შემოიყვანეს ფილტვის მძიმე დაზიანებით. აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. როგორც ცნობილია, მას გეგმური საკეისრო კვეთა სამშობიაროში ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსიდან გამომდინარე მდგომარეობა დამძიმდა და “მედინაში” გადმოიყვანეს. მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა”,-განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები