სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე პრიორიტედად დასახელდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მოწყობა სამ იარუსიანი ტრიბუნით და სცენით, გამწვანება, სკამების, საჩრდილობლების და სანაგვე ურნების დამონტაჟება, გარე განათების ქსელის მოწყობა და სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ზანაძგა“ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 401940 ლარია.

პროექტი 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები