საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კოვიდ 19 მერიის რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან ინფრასტრუქტურის განყოფილებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსები, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის კონტაქტები არიან.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის თანამშრომლები მუშაობას მორიგეობის გრაფიკით აგრძელებენ.