რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 30 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 3 დეკემბრის მონაცემებით კორონავირუსის 30 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან 6 ცაგერის მუნიციპალიტეტის, ერთი კი ლენტეხის მაცხოვრებელია.

როგორც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები თეა გურგუჩიანი და გიორგი ონიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, ახალი შემთხვევები თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება და შესაბამისად გავრცელების ნაკლები რისკი არსებობს.

სულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 450-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები