ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 351 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, მთლიანად ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, 45 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 947 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  124 568-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები