დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
ბრალდებული 22 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.