ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ხმაური იყობათუმში წერეთლის ქუჩაზე იქ სადაც გარემოვაჭრეებს საქმიანობის განხორციელება დიდი ხანია აეკრძალათ, დახლები ისევ განათავსეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი დროული რეაგირება მოახდინა და დახლები აალაგა. აღნიშნულ ინციდენტს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მერიის თანამშრომლები ამბობენ რომ წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მერიას გარევაჭრობის შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. გაფრთხილების შემდეგ კი უკვე დახლებიც გაიტანეს და სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია მოაწესრიგეს.
მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ბოსტნეულს, ხილს და ქაფშიას ჰყიდდნენ.