სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 88 შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 88 ადამიანი დაინფიცირდა.
რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 507–მდე გაიზარდა.
“თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30”,-განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.