ლეჩხუმში საირმის პროექტის მიმდინარეობას მხარის მაჟორიტარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მაქარაშვილთან ერთად ლეჩხუმში, საირმის ბუნებრივ სვეტებამდე მისასვლელი ბილიკებისა და მოედნის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტი ინტერმუნიციპალურია , მისი ღირებულება 293 999 ლარია და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში დაახლოებით 800მ-ის სიგრძის ბილიკისა და მოედნის ქვაფენილის ზედაპირით მოპირკეთება, მზის სისტემაზე მომუშავე განათებებითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვაა გათვალისწინებული. აღნიშნული ლოკაცია ლეჩხუმის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული, პროექტის განხორციელებით კი იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისათვის.

პროექტი 2020 – 2022 წწ. რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მაჟორიტართან ერთად საირმეში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავაც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები