კურორტ ბეშუმის გუშაგებს საყოფაცხოვრებო ნივთები და მედიკამენტები გადაეცათ

ხულოს მერმა, მიმდინარე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, კურორტ ბეშუმის გუშაგები მოინახულა, მათ სამუშაო პირობებს გაეცნო, სხვადასხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები და მედიკამენტები გადსცა.

,,მნიშვნელოვანია, რომ კურორტ ბეშუმის გუშაგებს შევუქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ მათ თავისუფლად და კომფორტულად შეძლონ მუშაობა. ნამდვილად გმირობის ტოლფასია მათი აქ ყოფნა, აქაური მკაცრი და სუსხიანი ზამთრის პირობებში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, შრომისა და თავდადებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები“- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები