ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით ქუთაისში ორი მამაკაცი 70 და 84 წლის პაციენტები გარდაიცვალა. 70 წლის პაციენტი ჩხობაძის,ხოლო 84 წლის
პაციენტი კლინიკა “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში მკურნალობდა. მათ კოვიდინფექციასთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის შეგუბებითი უკმარისობა აღენიშნებოდა. 85 წლის პაციენტს ასევე გადატანილი ქონდა ინსულტი.
მედიკოსების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კოვიდცენტრში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია. სამი თვის განმავლობაში ვირუსი 500-მა პაციენტმა დაამარცხა.