კახეთის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 166 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგიონში 2197 მოქალაქე მკურნალობს, მათ შორის 2002 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 კოვიდსასტუმროში, ხოლო 167 კოვიდკლინიკაში იმყოფება.
თვითიზოლაციაში 2625 ადამიანი რჩება, რეგიონში არსებულ საკარანტინო ზონაში კი 70-მდე მოქალაქე.
რამდენიმე კვირის განმავლობაში კახეთში, ვირუსი 2 101-მა პაციენტმა დაამარცხა და 29 მოქალაქე გარდაიცვალა.