რუხის კლინიკაში კოვიდ-19-ით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, 73 წლის გარდაცვლილ მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ჰქონდა თანმხლები დაავადებები.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ბოლო 24 საათში ვირუსის დამარცხების ფაქტი არ გამოვლენილა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 150 პირი გადის, მათგან 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 11 მათგანი, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს მათგან მძიმე არის 8 კოვიდპაციენტის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 80 ადამიანი იმყოფება.