კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 164-ით გაიზარდა
კახეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ცოტა ხნის წინ 164- ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 4,327- ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგების მიერ გამოვლენილია ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი.
რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: ახმეტა-313, თელავი -1196, ყვარელი -358, ლაგოდეხი – 597, გურჯაანი-828, სიღნაღი-254
დედოფლისწყარო -360 და საგარეჯო -421.
ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის 2,197 მოქალაქე, მათ შორის 2,002 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 167 კოვიდ – კლინიკაში,
თვითიზოლაციაში იმყოფება 2, 625 ადამიანი, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 304.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონაში რჩება 67 პირი.
ბოლო დღეებში დაინფიცირების რაოდენობამ იმატა, თუმზა მზარდი გამოჯანმრთელებულთა როცხვიც. დღის განმავლობაში ვირუსი 107 პაციენტმა დაამარცხა, საერთო ჯამში კი 2,001 – მა.
ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსს 29 პაციენტი ემსხვერპლა.