თბილისი – ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, თბილისი – ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს, რომელიც სავარაუდოდ, ფოთიდან მიდიოდა ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები