საჩხერეში 37 წლის ქალბატონი მეათე შვილის დედა გახდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 37 წლის ქალბატონი მეათე შვილის დედა გახდა.
კლინიკის ინფორმაციით, ქალბატონმა იზოლირებულ სამშობიარო ბლოკში იმშობიარა, სადაც უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.⠀
“37 წლის დედა მშობიარობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ჩვენი კლინიკის სიმბოლურ საჩუქარსაც სიხარულით იღებს”,-აცხადებენ საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები