სამცხე-ჯავახეთში ბაღის აღსაზრდელები პროდუქტებს მიიღებენ
ბორჯომის, ასპინძის და ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყეს.
“საბავშვო ბაღებში, სასურსათო პაკეტების გაცემის პროცესს ,ბორჯომის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე გაეცნო”, – წერია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, სასურსათო პაკეტი 11 სახეობის პროდუქტს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ სურსათი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დეკემბრის თვეშიც გადაეცემათ.
სურსათს, მერიები პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემენ.