ნინო აკობია: რუხის კლინიკის პაციენტების მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას განცხადებით, „მთავარი არხის“ ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს კლინიკის კოვიდინფიცირებული პაციენტები საკვებით მოიწმალნენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზანდ, რადგან ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
აკობიას განმარტებით, ის ჩივილები რაც „მთავარი არხის“ ეთერში ინტოქსიკაციად გაასაღა ჟურნალისტმა კოვიდინფექციის ჩვეულებრივი თანმდევი სიმპტომებია.
„პაციენტის ახლობლებისგან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თვითონ პაციენტამც ჩათვალა, რომ არ ჰქონდა შემოსვლისას ეს ჩივილები და გუშინ შემოსვლისას ერთ საათში კვების მიღების შემდეგ ჩათვალა, რომ გამოუვლინდა ეს ჩივილები. ინტოქსიკაციას სამი საათი მაინც უნდა, რომ გამოვლინდეს. დაფისქირდა ეს ღებინება, ზოგთან ფაღარათი. ეს სიმპტომები კოვიდ ინფექციას ახასიათებს და გვყოლია ბევრი პაციენტი, რომლებსაც ეს გამოუვლინდათ და იგივე სიმპტომები სახლშიც კი ჰქონდათ. 150 პაციენტიდან 7 და 8 პაციენტთან არის ზოგთან ღებინება და ზოგთან დიარეა, რაც ვიმეორებ კიდევ ერთხელ ყველანაირად არის კოვიდინფიცირებული პაციენტის სიმპტომები. მზა კვება შემოდის და მთელი 8 თვეა გვემსახურება ეს კომპანია და არასოდეს გვქონია ამ ხსნის მანძილზე კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ თვითონ გამოვიძახეთ სურსათის ეროვნული სააგენტო და ავაღებინეთ ნიმუშები, პასუხს ველოდებით იყო თუ არა კვებითი ინტოქსიკაცია“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ნინო აკობიამ.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კიდევ 14-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
ამ დროისთვის საავადმყოფოში 154 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე კი კი მართვით სუნთქვაზეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 80 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.