რუსთავში ,,ახალგაზრდობის სკვერის’’ რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე “ახალგაზრდობის სკვერის” რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტის ფარგლებში, 3 ჰექტარზე მეტ სივრცეზე გაშლილ რეკრეაციაში, სპორტული და გასართობი მოედნები, მოსასვენებელი ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები, სასეირნო ბილიკები, მწვანე საფარი და სველი წერტილები მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვისაც.
1 მლნ 654, 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.