ცაგერის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგება გაუმჯობესდა
ცაგერის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგება გაუმჯობესდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სოფლებში: ლარჩვალი, ცაგერა, მახაში სრულიად ახალი წყალსადენები მოეწყო, ლაილაშში, ოყურეშში, დეხვირში, ქვედა ცაგერში, ლასურიაშში, ისუნდერსა და ცხუკუშერში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სოფელ ზედა აღვში კი სოფლის ცენტრში არსებული წყარო კეთილმოეწყო. როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ამ პროექტების განხორციელება სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წყლის პრობლემებს მნიშვნელოვანად გადაჭრის.