სოფელ ტახტისძირში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  სოფელ ტახტისძირში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ა ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო .

ამ ეტაპზე ხორციელდება ფრაქციული ღორღით მოედნის საფუძვლის მოწყობისა და კუთხოვანებში კონვერტირებული მავთულბადის სექციებით სტადიონის  შემოღობვის სამუშაოები. პროექტის ღირებულება შეადგენს 32 000 ლარს.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მშენებელი 2020“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები