ხულოში, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ინიციატივითა და ორგანიზებით, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად სოფელ დიდაჭარში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მოეწყო. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე გაეცნენ იმ საჭიროებებს და პრობლემებს, რასაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან პანდემიის დროს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სამყარო უკეთესი იქნება ძალადობის გარეშე – იმოქმედე!

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები