კახეთში კორონავირუსით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა.

80 წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანიდან იყო.

ვირუსთან ერთად თანხმლები დაავადებების გამო , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბოლო რამდენიმე თვეში , რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით 4,218 მოქალაქე დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები