სენაკის კლინიკაში კოვიდ-19-ით 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადიოდა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, 83 წლის გარდაცვლილ მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ჰქონდა თანმხლები დაავადებები.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 372 პირი.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 154 პირი გადის, მათგან 90-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ხოლო 15 მათგანის მძიმე. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 11 მათგანი, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს მძიმე მათგან 8 არის.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 83 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები