ცაგერში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევაა

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში 2 დეკემბრის მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. “ამ დაინფიცირებული პიროვნებების მეტი ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა”,- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” ცაგერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა. ცაგერში 2 დეკემბრისთვის თვითიზოლაციაში 200-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები