„ადამიანი, რომელიც სიკეთეს თესავს“- ონის მკვიდრმა საავადმყოფოს სატურაციის აპარატები გადასცა

„ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სიკეთეს თესავს“ – ასე იცნობენ ონში დათო ნოდარიშვილს.
დათო ძირძველი ონელია და საკუთარი ბიზნესსაც მშობლიურ მხარეში უძღვება.
ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ონშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. მეცენატმა ონელმა შოთა ბუგიანიშვილის საახელობის ონის საავადმყოფოს საჩუქრად ორ პერსონაზე გათვლილი სატურაციის აპარატი გადასცა, რომელიც სუნთქვის უკმარისობის დროს საავადმყოფოს პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, დაუფასდება თუ არა მას სიკეთე, სიკეთის ქმნა სულიერი მოთხოვნილებაა“,-ასე ფიქრობს და ქვაზე დადებული სიკეთის შედეგსაც არ ელოდება. თავის მხრივ, ონელებიც ვერ მალავებ მადლიერებას დათოს მიმართ.„მადლობა ბატონ დავითს და მის მსგავს ადამიანებს, იმიტომ რომ არსებობენ, იმიტომ რომ მათ სიყვარული შეუძლიათ და ფიქრობენ სხვის კეთილდღეობაზე“.

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები