კახეთში კორონავირუსის 361 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 361 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4218 – ს მიაღწია.

ეპიდემიოლოგებმა ახალი დაინფიცირებულების 460-მდე კონტაქტი უკვე მოიძიეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციაში.

ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-309, გურჯაანი-812, დედოფლისწყარო -357, თელავი -1152, ლაგოდეხი – 578, საგარეჯო -408, სიღნაღი-250 სა ყვარელი -352.

ამ ეტაპზე, მკურნალობს 2142 მოქალაქე, აქედან 1925 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 190 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.

თვითიზოლაციაში რჩება 2457
ადამიანი, რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე ზონებში კი იმყოფება 67 პირი.

მზარდი დაინფიცირების მიუხედავად, შედარებით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობაც . ბოლო რამდენიმე საათში ვირუსი 113- მა მოქალაქემ დაამარცხა და ეს რიცხვი 1,994- მდე გაიზარდა.

კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე თვეში, 28 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები