შილდაში 37 წლის კაცს მანქანა დაეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარი ავარის შედეგად ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა.

37 წლის მამაკაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მოვილიზიებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები