ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააჯარიმა. აღნიშნულის გამო გოგონამ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი თაკო ლიპარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი პოლოციელს უყვიროდა და შეურაცყოფას აყენებდა.
“ბოლო პერიოდში პოლიციელების მიმართ შეურცხმყოფელი ფაქტების მომრავლება ცუდი სტატისტიკაა. ხშირად ვნახულობ ვიდეოლაივებს, კომენტარებსა და სტატუსებს, სადაც ზიზღითა და სიძულვილით მოიხსენიებენ სამართალდამცველებს. გუშინ, პირადად შევესწარი ფაქტს, რამაც ძალიან აღმაშფოთა. ახალგაზრდა გოგო ისე უყვიროდა პოლოციის თანაᲛშეომელს გავოცდი. პოლიციელმა გოგოს პირბადის გაკეთება მოსთხოვა, რაც იუკადრისა ახალგაზრდა ქალმა. კანონის დარღვევისთვის კი 20 ლარით დააჯარიმეს, ამის შემდეგ გოგომ მის მეგობრებთან ერთად დაიწყო ხმამაღალი საუბარი, რომ პატრულმა მისი უფლებები დაარღვია, რომ ისინი მოძალადეები არიან და ასე შემდეგ. პატრულის თანაᲛშრომელმა გოგოს სთხოვა განყოფილებაში გაყოლოდა ოქმის შესავსებად, თუმცა ამას მორიგი პროვოკაცია მოჰყვა, თითქოს, მას პირბადის არ ქონის გამო იჭერდნენ. გავგიჟდი, სხვას რომ მოეყოლა, ალბათ, პატრულს დავადანაშაულებდი, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, როგორ უყვიროდნენ და ჩაგრავდნენ პოლიციელს, რომელიც კანონის შესაბამისად იქცეოდა. ახლა ვნახე ვიდეო, სადაც ეს გოგო ყვება, რომ სიგარეტის მოწევის გამო დააჯარიმეს, რაც აბსურდულია, საკუთარი თვალით ვნახე.
მეგობრებო, მეც დამაჯარიმეს იმის გამო რომ პორბადე არ მეკეთა, ამას ძალიან ჰუმანურად შევხვდი, რადგან ეს კეთდება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. პაპუასები ხომ არ ვართ? რაღაც ხომ უნდა გავიგოთ. ევროპაო გავიძახით, ხოდა ნახეთ რა ხდება იქ. პოლიციელს ასეთ შეურაცხყოფას არსად აყენებენ, ევროპაში 50 ევროა ჯარიმა. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. არაფერი გამოვა, თუ ამ შეგნებამდე არ მივედით და პერფორმანსების დადგმებს არ მოვეშვით, უნდა გავიაზროთ, რომ კანონი არის კანონი და მორჩა”,- წერს ლიპარიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.