ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ  ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

,,პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაშიისე აჭარის რეგიონშიამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება როგორც მედპერსონალისასევე ყველა იმ პირისრომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშიაბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და მისი აღჭურვა გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთადშევიძინეთ დამატებით დიალიზის აპარატებიასევე შესაბამისი ჟანგბადის დანადგარებირომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება.

იმ ოპონენტებსსკეპტიკოსებსრომლებიც  თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანების შრომასრომლებიც ყოველდღიურად , საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, და ძალიან ბანალურად კითხულობენთუ რისი გაკეთება შევძელით – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან  კარგად ნახავენ  თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელიროცა არსებობს სრული მობილიზაციაროცა არსებობს ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

ამიტომ ჯანდაცვის და შესაბამის ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო  და დავავალორომ წლის ბოლოსთვის უზრუნველყონ  ყველა იმ დამსახურებულიმათ შორის რიგითი სანიტრებისმედპერსონალის ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფარომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიანდარწმუნებული ვარ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები