ზურაბ ნასარაიამ პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილიში“ შედეგების პრეზენტაცია გამართა
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილიში“ შედეგების პრეზენტაცია გამართა და საერთაშორისო – შემოქმედებითი კონკურსის ოზურგეთელ მონაწილეებს ონლაინ უმასპინძლა.
ზურაბ ნასარაია მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – უკრაინისა და საქართველოს შესახებ ესაუბრა. ასევე, პროექტის ფარგლებში ლატვიურ-უკრაინულ-ქართული საერთაშორისო შემოქმედებითი კონკურსის ”მეგობრობის ხელი” პრეილში, გამარჯვებულებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მოხარული ვარ, რომ ოზურგეთელმა ახალგაზრდებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს ლატვიის, უკრაინისა და საქართველოს კულტურა, ისტორია და ტრადიციები. მოსწავლეების ნამუშევრებმა საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურეს, რაც თითოელი მონაწილის, მათი პედაგოგების დიდი დამსახურებაცაა. გამოცდილების გაზიარების და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების პროცესი, მიუხედავად პანდემისაა, აქტიურად გაგრძელდება“ – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.
კონკურსის ორგანიზატორები პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან, ხოლო ოზურგეთს, მეოთხე საჯარო სკოლა წარმოადგენდა. პროექტი მხარდაჭერილია ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობების კავშირის, ევროპული PLATFORM, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეილისისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციების თანამშრომლობით.