საგარეჯოს “ჯეო -ჰოსპიტალსის” კლინიკაში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა.
პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.
მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონის მასშტაბით COVID19- ით გარდაცვალების ეს 27-ე შემთხვევაა.
დღეს რეგიონის მასშტაბით ინფოცირების 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.