ორთვიანი კომის შემდეგ ქუთაისში 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა – ოჯახი ექიმის დაუდევრობაზე საუბრობს
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. მისი ახლობლები საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
მათი თქმით, ოპერაცია არასწორად გაკეთდა. პაციენტს გული გაუჩერდა და მას მეორე ოპერაცია დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვასაც ითხოვენ.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას.