იმერეთში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულებს შორის საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრონელია. ასევე ინფიცირებულია ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს გადის და მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ და მათი რაოდენობა ჯამში 65 აღეწევდა. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, თანამშრომელთა ინფიცირების გამო სასწრაფო დახმარების მუშაობა არ შეფერხებულა და ქალაქს სასწრაფო დახმარების 10 ჯგუფი და ოთხი რეანომობილი ემსახურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები