ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სკვერები მოეწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვესოსა და ქვედა ცაგერში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”ფარგლებში – დასასვენებელი სკვერები მოეწყო.
„აღნიშნული სკვერების მოწყობა ამ სოფლის მაცხოვრებელთა არჩევანი იყო. სოფლის მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებებზე ურთიერთშეთანხმებით სკვერების გაკეთება გადაწყვიტეს“,-განუცხადეს „რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
სოფელ გვესოში სკვერის მოსაწყობად 9.693 ლარი,ხოლო ქვედა ცაგერში-11000 ლარი დაიხარჯა.