რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირების სტატისტიკა კვლავ მზარდია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში კორონავირუსით მოსახლეობის ინფიცირების სტატისტიკა კვლავ მზარდია. 1 დეკემბრის მონაცემებით რეგიონში 41 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 14 -14 ცაგერსა და ონში დაფიქსირდა. „

როგორც “რეგიონულ კვირას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში განუცხადეს, ინფიცირებულთა უმეტესობა თვითიზოალციაში იმყოფებოდა და ინფექციის გავრცელების ნაკლები შანსი არსებობს, რაც შეეხება ახალ შემთხვევებს- მათი შესაძლო კონტაქტები უკვე მოკვლეულია და ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 500-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები