დიანა მარტინენკოს, რომელიც ბათუმში აქციაზე შვილებისთვის საკვებს ითხოვდა, მთავრიბის სახლში შეხვდნენ
აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ბავშვებისთვის კვების თანხას ითხოვდა აჭარის მთავრობის სახლში შეხვდნენ და მისი პრობლემები მოისმინეს.
დიანა მარტინენკო ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ ორ მცირეწლოვანთან ეთად ქირით ცხოვრობს. მას 5 თვეზე მეტია კორონავირუსის პანდემიის გამო ქირის ფული არ გადაუხდია. რის გამოც შეიძლება ღია ცის ქვეშ ცხოვრება მოუწიოთ. 20 დღეზე მეტია რაც მთავრობის სახლთან შვილებთან ერთად მიდის და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვს. მთავრობის აპარატში მას განცხადება დააწერინეს და დაპირდნენ რომ მის პრობლემას განიხილავენ.