სამეგრელოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობის კურსს, ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში გადიოდა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გარდაცვლილ 77 წლის მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და თანმმხლები დაავადებები ჰქონდა.

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 148 პირი გადის, მათგან 80-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 პაციენტი, მძიმედაა 2 მათგანი, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ორის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 99 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები