სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 72 პირი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო ქართლში-139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43”,-განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთის, რეგიონში კორონავირუსის 2 352 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 791, ხოლო 18 – გარდაიცვალა.